“ფრესკოს” დამფუძნებელის ვასილ სოფრომაძის სკანდალური ვიდეომიმართვა-ვინჩესტერი ავიღოთ ხელში?!

სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოს” დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე Facebook-ზე პოლიტიკოსებისადმი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ღერღილის და სიმინდის ფქვილზე, ხუთ და ათ ლარზე მოგცათ ხმა მოსახლეობამ. თქვენ არ იცით როგორი პოლიტიკოსები ხართ და როგორ მოხვდით პარლამენტში?! რა გინდათ ჩვენგან? რა გავაკეთოთ? გვეუბნებით, საკუთრი თავი დაიცავითო. ველური დასავლეთია?! “ვინჩესტერი” დავიკავოთ?! რა გინდათ?! ვინც არ უნდა აბაკუნოს ფეხი თქვენს წყნარ პოლიტიკურ კაბინეტებში, თქვენ გგონიათ მე თქვენი მეშინია? ყველა ზე დიდი პრობლემა იცით რა არის? თქვენ, უმეტესობა, ცხვრები, მგლების ტყავში გადაცმულები, რომ ჭკუას და ნოტაციას გვიკითხავთ – აცხადებს “ფრესკოს” დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე სკანდალურ ვიდეომიმართვაში.

ვიდეოში სოფრომაძე ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და ამბობს, რომ უწყების თანამშრომლები მისი ქსელის მაღაზიებში იარაღს “ატრიალებენ” და პროდუქციას იპარავენ.

“თქვენ მართლა გინდათ, რომ დაგიდოთ კადრები, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები როგორ იპარავენ ჩემს მაღაზიაში, როგორ ატრიალებენ იარაღს ჩვენი დაცვის თანამშრომლების და ახალგაზრდა გოგონების წინაშე თქვენი თანამშრომლები, დაცვის თანამშრომლები. გინდათ დაგიდოთ ეს ყველაფერი? თქვენ გზას არ გვიტოვებთ, მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს როგორც ქუჩის ქალს, ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ დამიჯერეთ ,”- აცხადებს “ფრესკოს” დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე სკანდალურ ვიდეომიმართვაში.

 

https://youtu.be/WYu629BJZZU

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში მუშას, რომელიც თავის თანამშრომლებს წამლავდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქის დახმარება უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით, დასჯადი ხდება – საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა