სუნაკი ისრაელში – უპირველეს ყოვლისა, მე აქ ვარ, რათა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ

უპირველეს ყოვლისა, მე აქ ვარ, რათა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თელ-ავივის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ შემზარავი ტერორისტული აქტი განახორციელა.

„თქვენ განიცადეთ ენით აუწერელი, შემზარავი ტერორისტული აქტი და მინდა იცოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო და მე თქვენს გვერდით ვართ“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

მისი თქმით, მოუთმენლად ელის შეხვედრებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან და დიდი იმედი აქვს, რომ ეს შეხვედრები პროდუქტიული იქნება.

banner
წინა სტატიაშიბოტკოველი – ის, რაც ვნახეთ კობახიძისგან, არის უზრდელობა და შეურაცხყოფა
შემდეგი სტატიაჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი – შამბა