29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სუმიში რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა გამო გლოვის დღე გამოცხადდა

უკრაინის ქალაქ სუმიში 4 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არტემ კობზარმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ კორპუსზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანეს.

კობზარის ინფორმაციით, ცენტრალურ ქუჩაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. თავდაპირველად სამი მოქალაქის დაღუპვა დასტურდებოდა, თუმცა მოგვიანებით კიდევ ერთი მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მერმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„სუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლზე რუსული დარტყმით გამოწვეული ტრაგედიის გამო, 4 ივლისი სუმის საქალაქო ტერიტორიულ თემში გლოვის დღედ გამოცხადდა“, — ნათქვამია კობზარის განცხადებაში.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათგან 20 მოქალაქე საავადმყოფოში რჩება, რომელთაგან ნახევარს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპას აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი აგრესორზე ზეწოლის გასაძლიერებლად.

banner
წინა სტატიაშიგიტანას ნაუსედა: თუ ევროპული ქვეყნები თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 5%-მდე არ გაზრდიან, ნატო შესაძლოა რამდენიმე ნაწილად გაიყოს
შემდეგი სტატიადაპირისპირება პოლიციასთან ერფურტში — ათასობით დემონსტრანტი AfD-ის ყრილობის ჩაშლას ცდილობს