„სულში ჩააფურთხა ჩვენს გმირებს!“ – კასპის მაჟორიტარ დეპუტატს ოპოზიციის წევრებმა ბიუროს კარი მავთულხლართით აუჭედეს

კასპის მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი მეზურნიშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციის წევრებმა ბიუროს კარი ატოციდან ჩამოტანილი მავთულხლართით აუჭედეს. პროტესტის ამ ფორმას ოპოზიციის წევრებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც მათ ხელთ ჩაუვარდათ ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ირაკლი მეზურნიშვილი ქუცნაშვილთან ერთად რუს დეპუტატ გავრილოვთან დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ ნონიაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის დეპუტატის ეს საქციელი მოღალატეობრივია და მას “გავრილოვის ღამის” შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება.

„გავრილოვი მიიყვანეს პარლამენტში, ჩააგდეს აი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით თავმჯდომარის სკამზე და რაც მოჰყვა გავრილოვის ღამეს, აი, ამათი შემოქმედებაა. აი, ამათ დააბრმავეს ეს ბავშვები. მეზურნიშვილმა სულში ჩააფურთხა ჩვენს გმირებს, სულში ჩააფურთხა ზაზა დამენიას ჩემს მეგობარს, სულში ჩააფურთხა გიორგი ანწუხელიძეს, ტატუნაშვილს, ყველას სახეში შეგვაფურთხა მეზურნიშვილმა, იმიტომ, რომ ეს არის ერის სირცხვილი, ამან გააკეთა მოღალატეობრივი ქმედება,“- განაცხადა ნონიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : საქართველო გახდა გარკვეული გამონაკლისი, ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანა, ევროკავშირში გაწევრიანებისა და ზოგადად, ევროკავშირის ქომაგი
შემდეგი სტატიარუსთავში დაკარგული 4 წლის გოგო აფხაზეთში იპოვეს