ქართული ოცნების აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარემ, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა სულხან თამაზაშვილმა და მისმა ოჯახმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2,887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშშია აღნიშნული.
შეგახსენებთ, სულხან თამაზაშვილი, რომელიც საპროტესტო ქციების დარბევის გამო დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 7 აპრილს ის ქართულმა ოცნებამ აჭარის მთავრობის მეთაურად დანიშნა.