15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

სულხან თამაზაშვილის ახალი ბრძანებით, მედლების ტარების წესი იცვლება

სულხან თამაზაშვილის ახალი ბრძანებით, მედლების ტარების წესი იცვლება.

ამის შესახებ მის მიერ 16 სექტემბერს ხელმოწერილ ბრძანებაშია საუბარი. ირკვევა, რომ ახალი წესით, დაჯილდოებულმა პირმა მედალი ან მედალიონი უნდა ატაროს მკერდზე მარცხენა მხარეს, ხოლო სამკერდე ნიშანი – მარჯვენა მხარეს.

აქამდე მოქმედი წესით, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით იყო განსაზღვრული, დაჯილდოებული პირი სამკერდე ნიშანს, მედალს ან მედალიონს მკერდზე მარცხენა მხარეს ატარებდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ბორის ნემცოვის შვილი, ჟანა ნემცოვა საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: ხელისუფლების რიტორიკაში რუსეთთან დაკავშირებული გზავნილების მიმართ მაღალი ხარისხის „ფილტრი“ არსებობს