5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

სულხან თამაზაშვილი წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის წერილზე: “მე ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ”

“ჩვენებაში არის საუბარი, მე ვესაუbბრე ოთარ ფარცხალაძეს. სრული პასუხისმგებლობით მინდა დავაფიქსირო, რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მეტიც, არასდროს არ შევხვედრილვარ, არასდროს მქონია კომუნიკაცია ცხოვრებაში, არც სატელეფონო და არც პირადი.”,-ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მყოფი სულხან თამაზაშვილი.
 ის ეხმაურება პატიმრობაში მყოფი წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსისი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის წერილს ციხიდან, რომელიც მან ფორმულას გაუიგზავნა. წერილის მიხედვით, სულხან თამაზაშვილმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის გამოძიებაზე, ოთარ ფარცხალაძეს ანგარიში ჩააბარა. თამაზაშვილი იმ პერიოდში თბილისის პოლიციის უფროსი იყო.
 თამაზაშვილი ქვაჭრელიშვილს “ცრუ მოწმეს” უწოდებს:
“მე მახსოვს ეს ადამიანი, იყო მართლაც წყნეთის პოლიციის უფროსი, ის, სამწუხაროდ, დააკავეს ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ერთის მხრივ მის მიმართ მხოლოდ სიბრალულის ემოცია მაქვს, ხოლო მეორეს მხრივ ეს ცრუ ჩვენება ალბათ გარდაცვლილის დედის მდგომარეობას ალბათ უფრო დაამძიმებდა, რასაც რეალურად განვიცდი.
შევეხები ზოგადად ამ სისხლის სამართლის საქმეს. კარგად მახსოვს, რა თქმა უნდა, ძალიან შემზარავი და მძიმე ფაქტი იყო, თუმცა დანაშაული მყისიერად გაიხსნა, დანაშაულის ჩადენის დღეს, იმ დღესვე დანაშაულის ჩამდენი პირები იყვნენ იდენტიფიცირებულები, მოგვიანებით, დაახლოებით ორი დღის შემდეგ ისინი მეცნენ პასუხისგებაში და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ისინი უკვე ძებნის სტატუსით იქნენ დაკავებულები.
მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დუმილის უფლება გამოაყენებინა, შესაბამისად გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, თუმცა გამოძიება აქტიურად მუშაობდა დანაშაულის ორგანიზატორების გამოვლენის და მხილების მიზნით და საკმარისი, შესაბამისი მტკიცებულებები შექმნილი იყო იმ ეტაპზეც.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ იმ პირებს, ვისაც წარედგინათ ბრალი, ამ დანაშაულის ჩადენის ორგანიზებისთვის, დაკავებული იყო სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის, ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობის პერიოდში, სხვა დანაშაულის ჩადენისთვის. მკვლელობიდან დაახლოებით 7-8 თვის შემდეგ. აქედან გამომდინარე, აქ დანაშაულის „ჩაფარცხვაზე“ და რაღაც „დახმარებაზე“ ლაპარაკი მე მგონი არასერიოზულია და ეს საკითხი მე ვთვლი, რომ ამოწურულია“ [ბათუმელები] თქვა სულხან თამაზაშვილმა.
banner
წინა სტატიაშიწყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი დიმიტრი ქვაჭრელიშვილის წერილს აქვეყნებს, სადაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის გამოძიებაზე ახალი დეტალები ხდება
შემდეგი სტატია,,ასეთი მავნე ქმედებები, მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს პროტესტს, სოლიდარობას და ერთობას” – მაიკო გელოვანი ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნაზე