სულხან სალაძე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს

დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალური საკითხების“ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სალაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მუშაობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მიმართულებით, 2017 და 2018 წლებს შორის არის სხვაობა, რადგან 2018 წელს შსს-ში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რამაც ძალადობის შემთხვევებზე გარკვეული ტიპის გავლენა მოახდინა.

„კვლევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ პრაქტიკულად აქ წარმოდგენილია არა მხოლოდ განაჩენების ანალიზი ამ საქმეებზე, არამედ საუბარია სასამართლოს როლზე, ასევე შსს-ს და პროკურატურის ფუნქციაზე თუ როგორ წარმოადგენს სახელმწიფო ბრალდებას და შემდგომი როგორ ვითარდება სასამართლოში პროცესები. მაგალითად, ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ დაზარალებული როდესაც ცვლის ჩვენებას, სასამართლოსთვისაც და პროკურატურისთვისაც უკვე რთული ხდება შემდგომში ზუსტად იმ სასჯელის ზომის გამოყენება და შეფარდება, რასაც თავიდან პროკურატურა ითხოვდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 და 2018 წლებს შორის არის სხვაობა, რადგან 2018 წელს შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შს სამინისტროში, ამან მოახდინა გარკვეული ტიპის გავლენა”, – განაცხადა სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბექა ნაცვლიშვილი : იმედს გამოვთქვამთ, სოციალური მუშაკების სამართლიანი მოთხოვნები გაზიარებული იქნება
შემდეგი სტატიასოფო კილაძე გაუგებარსა და არასერიოზულს უწოდებს ეკა ბესელიას ბრალდებას „მორალურ ტერორში“ მონაწილეობაზე