სულხან სალაძე : “შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთადერთი ადამიანი ვინც ყველა კრიზისულ სიტუაციაში მიდის და საუბრობს”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2019 11:00

სულხან სალაძე : “შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთადერთი ადამიანი ვინც ყველა კრიზისულ სიტუაციაში მიდის და საუბრობს”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ, გუშინ, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გააკეთოს სიტუაციის დეტალური ანალიზი, თუ რამ გამოიწვია გუშინდელი ინციდენტი. ასევე, მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობასთან საუბარი. სულხან სალაძის განცხადებით, ერთადერთი ადამიანი ხელისუფლებაში, ვინც ყველა კრიზისულ სიტუაციაში მოსახლეობასთან მიდის და ელაპარაკება, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაა.

“მე ვფიქრობ, რომ პირველი რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ არის დეტალური ანალიზი იმის, რაც მოხდა გუშინ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. თუ ეს არ მოხდება, არ აქვს მნიშვნელობა ლოიალურ პოლიტიკას აირჩევს, თუ რეპრესიულ პოლიტიკას აირჩევს, სადღაც სხვაგან ეს ისევ იფეთქებს. პირველ რიგში, უნდა ესაუბრონ ადამიანებს და უნდა ესაუბრონ ისინი, ვისაც რეალურად შეუძლია საუბარი. ჩვენ გვყავს ხელისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც საუბარი არ შეუძლია და რომლებიც უბრალოდ არ ჩანან არსად, ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ასე არ შეიძლება, იმიტომ რომ, რეალურად ჩვენ გვიწევს ძალიან რთულ დროში ცხოვრება და იმ პირობებში როდესაც, პრაქტიკულად შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთადერთი ადამიანი ქვეყანაში, რომელიც, კარგია თუ ცუდი, სადღაც მიდის და საუბრობს. რა ფორმით და როგორ ეს სხვა თემაა, მაგრამ ეს არის ერთადერთი ადამიანი. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც ქვეყანაში ჩნდება, პრაქტიკულად ის არის ერთადერთი. რეალურად, ჩვენ გვყავს სხვა სამინისტროები, რომლებსაც პირველ რიგში ევალებათ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია, მანამ სანამ ამ ტიპის სამინისტროები უნდა ერთვებოდნენ პროცესებში. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება რეალურად გაიაზრებს იმას, თუ რა მოხდა გუშინ.” – განაცხადა სულხან სალაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2019 11:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics