სულხან სალაძე : ბოლო წლებში ძალიან მიჭირს გავიხსენო იმაზე მძიმე არჩევნების დღე, რომელიც დღეს გვქონდა

„ბოლო წლებში ძალიან მიჭირს გავიხსენო იმაზე მძიმე არჩევნების დღე, რომელიც დღეს გვქონდა”- ასე აფასებს “საიას”- ხელმძღვანელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს

“არა უბრალოდ იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირებები ან მსგავსი რაღაც არ გვინახავს არჩევნების დროს, პრობლემა სხვა რამეშია, ვნახეთ ერთგვარი სქემა, როგორ მუშაობდა,“-განაცხადა სულხან სალაძემ გადაცემა “კვირის აქცენტებში”

სულხან სალაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.

“გუშინ დღის ბოლოს გვქონდა კახეთიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ ამომრჩეველს უნდა გამოტანა ბიულეტენი საარჩევნო კაბინიდან გახსნილი… ეს იყო მექანიზმი, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით იყენებდნენ,“- განაცხადა სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაში(Video) მარნეულში ვითარება დაიძაბა – 59-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე : კანონი უნდა კანონობდეს, თუ აირჩია ხალხმა, უნდა იყოს არჩეული, სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ არ არის არჩეული