სულხან-საბას ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, რაზეც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი – სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გუშინ, მის მიერ დაწერილ სტატუსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, სტატუსი, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად აქციაზე მისულ ხალხს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, მისი მეგობრებისთვის იყო განკუთვნილი და უცენზურო სიტყვა, რომელიც მან სტატუსში გამოიყენა, არ არის შეურაცხმყოფელი. მან ასევე აღნიშნა, რომ მეგობრებთან ამ ლექსიკით საუბრობს.

„ჩემი ფეისბუკი არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებრივ აზრს და არც პოლიტიკურს. ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. არ იყო ეს საჯარო. ჩემი ფეისბუქ გვერდი არის დახურული. ვინ გახსნა? როდის გახსნა? მე ეგ არ ვიცი. ის სიტყვა, რომელზედაც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, რაზეც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი. ჩვენ მეგობრებში გვაქვს ეგეთი საუბარი და ვუგებთ ერთმანეთს“, – ამბობს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ელკომმა“ მზის ელექტრო სადგურები დაამონტაჟა
შემდეგი სტატიაგიორგი ხოჯევანიშვილი „ქართულ ოცნებას“ – „აცნობიერებთ თუ არა, რომ ახალი რეალობაა შექმნილი“