სულხან-საბა ორბელიანმა გაკვალა საქართველოს ევროპული განვითარების გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით

სულხან-საბა ორბელიანმა გაკვალა საქართველოს ვროპული განვითარების გზა , რომელსაც დღესაც მივყვებით. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, სავსეა ქვეყნისადმი უანგარო მსახურების, ადამიანის ღირსების პატივისცემის, ცოდნისა და განვითარებისაკენ უწყვეტი სწრაფვის იდეალებით, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 360 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ის კონკურსები თუ პროექტები, რომელიც სულხან-საბას უკვდავ სახელს უკავშირდება როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო და კულტურული მიმართულებით, უწყვეტად გაგრძელდება. მინისტრმა სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლზე, მის მიერ ქართულ მწერლობასა და მეცნიერებაში დატოვებულ უზარმაზარ კვალზე ისაუბრა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, უდიდესი ქართველი განმანათლებლის, ჩვენი კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემოქმედის იუბილე არა მხოლოდ წელს, მუდამ განსკუთრებულად აღინიშნება, რადგან მისი როგორც ქართული სალიტერატურო ენისა და ლექსიკოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელის, დოკუმენტური პროზისა და მხატვრული შემოქმედების ნოვატორის, სამაგალითო დიპლომატის, დიდი სასულიერო და სახელმწიფო მოღვაწის როლი საქართველოსთვის ფასდაუდებელია.

„ნებმისმიერი ერის ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც მსგავსი საპასუხისმგებლო მისია იტვირთა და წარმოუდგენელი მასშტაბების ძალისხმევა მოახმარა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის საძირკველის ჩაყრას“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისადმი“ მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაწინასწარი პატიმრობა ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს – ბრალდების მხარე მტკიცებულებებზე საუბრობს