სულხან-საბა ორბელიანის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტების პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს

სულხან-საბა ორბელიანის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტების პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს.

მათი თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.

“ჩვენ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, არ ვაღიარებთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ვიდგებით ისტორიის სწორ მხარეს!

ჩვენი თავისუფლების არჩევანი არ დავუთმოთ გაყალბებას!

მოდით, გაერთიანებული ძალით დავიცვათ საქართველოს ევროპული მისწრაფებები!” – ნათქვამია განცხადებაში.

პროტესტს 10-მდე უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიშსს – 17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე, 12-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება
შემდეგი სტატიაპროტესტს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც უერთდებიან