სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნეს

საქართელოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთნეული აგარაკი დაუბრუნდა.

კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის 23 აპრილს პროკურატურას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავეს ყავდა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელსაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 2004 წლის ივლისში სულხან მოლაშვილიდ ძმას თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო სასჯელით შეცვლის სანაცვლოდ, მოსთხოვეს წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა.

გამოძიების ინფორმაციით, თორნიკე მოლაშვილი და სულხან მოლაშვილის მეუღლე თამთა ბახტურიძე დაარწმუნეს, რომ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, სულხან მოლაშვილს პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ. ისინი იძულებულნი გახდნენ, დათანხმებოდნენ ამ პირობის შესრულებას. სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებმა ბანკიდან აიღეს სესხი და შეთანხმებისმებრ 140 000 ლარად შეიძინეს წავკისში მდებარე აგარაკი, რომელიმეც იმავე დღეს სახელმწიფოს.უსასყიდლოდ გადასცეს.

მიუხედავად სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრების მიერ მოთხოვნის შესრულებისა, მაინც არ მოხდა სულხან მოლაშვილისთვის აღვეთი ღონისხიების შეცვალა და საპატიმრო დაწესებულებიდან მისი გათავისუფლება.

ამასთან, დღესევ ჩამორთნეული ქონება დაუბრუნდა კიდევ ორ პირს, ერთს მიწის ნაკვეთი, მეორეს კი – 6 ავტომობილი.

banner
წინა სტატიაშიმოვიდა ის მომენტი, როდესაც აზრთა შეჯერება ვერ ხერხდება, – დავით ზურაბიშვილი “რესპუბლიკელებიდან” ლიდერების წასვლაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგუგული მაღრაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომების მუშაობაში მიიღო მონაწილეობა