სულდა-თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების -ძლიერი ქარბუქის, ლიპყინულისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ36 (სულდა-თურქეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიბაქო სომხეთის საზღვარზე წუხელ მომხდარი შეტაკების შესახებ დეტალებს ასაჯაროვებს
შემდეგი სტატიალარი მცირედით გაუფასურდა