სულაძე ფალავანდიშვილს – არაა საჭირო თქვენი ჩარევა, რა დროს LGBTQ სამკლაურზე საუბარია

გუმათის ხეობაში რიონის ხეობის მცველ მაკა სულაძესა და ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერებს გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

დაპირისპირება 24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ინციდენტს შეეხებოდა, რა დროსაც ალექსანდრე ფალავანდიშვილი, “სირცხვილიას” აქტივისტ სალომე ბარკერს LGBTQ სამკლაურის გამო დაუპირისპირდა. მაკა სულაძემ გურამ ფალავანდიშვილს უთხრა, რომ აქციაზე მათი ჩარევა საჭირო არ იყო.

“არ არის საჭირო თქვენი ჩარევა. მე როცა ჩემ გაწყობილ სუფრაზე მოვიწვევ სტუმრებს მე მაქვს უფლება იმ სტუმარს მივუთითო, შენ დაჯდები თუ არა აქ და რატომ არ დაჯდები”,- თქვა სულაძემ.

გურამ ფალავანდიშვილმა კი უპასუხა, რომ თუკი პირს LGBTQ თემის სამკლაური უკეთია და “აქციის მონაწილეებს ის არ გაჰყავთ, მაშინ მას ხალხი გაიყვანს”.

“თქვენ დამაცადეთ მე ის სამკლაური შემემჩნია თუ არა?! რა დროს სამკლაურზე საუბარია? სამკლაურზე საუბარია? ქვეყანა გამოგვეცალა ხელიდან, თქვენ კიდე დასდევთ ლგბტ-ებს”,-უპასუხა მაკა სულაძემ.

banner
წინა სტატიაშიორგანოთა გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ანჟეი დუდას ხვდება