ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეშფოთებულები არიან საქართველოს ტრაექტორიით, რომლითაც ქვეყანა ბლოკის წევრობას შორდება. ამ თემაზე მან გუშინ ბრიუსელში მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ შევედრაზე დისკუსია საქართველოში არსებულ ვითარებასაც შეეხო.
“ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება, სადაც სულ უფრო მეტად გვაშფოთებს ამ ქვეყნის ტრაექტორია, რომელიც ევროკავშირს შორდება”, – თქვა ბორელმა.