სულ რომ ჩემი მოსისხლე მტერი იყოს, წყაროს არ დავასახელებ

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ, აუდიოჩანაწერების საქმეზე, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა.

როგორც მელაძე ამბობს, საგამოძიებო უწყებებს წყაროს შესახებ არანაირ ინფორმაციას არ მიაწვდის.

“გამოვცხადდებით საქართველოს პროკურატურაში, ადვოკატს დამატებით დროსთან დაკავშირებით ექნება კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, წყაროს არ დავასახელებ, სულ რომ ჩემი მოსისხლე მტერი იყოს წყარო. მე გამაჩნია პროფესიული ვალდებულება, რომ არ დავასახელო წყარო და არ მივაწოდო საგამოძიებო უწყებას არცერთი მასალა, რომელიც მას დაეხმარება წყაროს იდენტიფიკაციაში”, – თქვა ნოდარ მელაძემ.

გუშინ, 15 მარტს ნოდარ მელაძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც მისი და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

“TV პირველის” მიერ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ ნოდარ მელაძეს სოციალურ ქსელში ემუქრებიან. პოსტი ბერა ივანიშვილის მეგობარმა და ანზორ ჩუბინიძის მოსწავლემ, მიხეილ წიკლაურმა გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: შეთანხმების მთავარი ფაქტორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები
შემდეგი სტატიაუგულავას პასუხი კობახიძეს