სულ მცირე, ადამიანური თანაგრძნობა უნდა გქონდეს – ნინო ლომჯარია წულუკიანზე

“სახალხო დამცველი” თეა წულუკიანის, კომენტარს – “ნიკა გვარამიას პერფორმანსი გაბომჟებული საცოდაობაა, მზეთუანახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული – წულუკიანი”- “არაეთიკურს და არასწორს” უწოდებს.

ნინო ლომჯარიას თქმით, პოლიტიკოსებს ოჯახის წევრებსა და შვილებზე საუბრისას პოლიტიკოსებს უფრო მეტი ეთიკა და პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ.

“ადამიანური თანაგრძნობა, სულ მცირე, უნდა გქონდეს ოჯახის მიმართ, რომელიც ძალიან დიდი წნეხის და ზეწოლის ქვეშაა. მით უმეტეს, როცა საუბარი გვაქვს ბავშვებზე და მათ ემოციებზე და მიუღებელია ჩემთვის მსგავსი ტექსტებით საუბარი. ძალიან რთულია, ზოგადად, ესეთი დაბალი პოლიტიკური ენის შეფასება. მე ვფიქრობ, ეს არის არაეთიკური და არ არის სწორი, როცა საქმე ეხება ოჯახის წევრებს. საჯარო პირებმა შეიძლება ითმინონ კრიტიკა და არაეთიკური გამონათქვამებიც, მაგრამ როცა საქმე ეხება არასრულწლოვნებს და ოჯახის წევრებს, მსგავსი განცხადებები მიუღებელია და მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ კადრები, სადაც მცირეწლოვნები ფიგურირებენ, მათი ცუდი ზეგავლენისგან დასაცავად, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა ქნას და ის არ უნდა საჯაროვდებოდეს.

“როცა კადრებში ხვდებიან მცირეწლოვნები, არ უნდა ექვემდებარებოდეს გასაჯაროვებას და მაქსიმალურად უნდა გააკეთოს სახელისუფლებო ორგანოებმა ყველაფერი, რომ ბავშვები დაცული იყვნენ იმ მავნე ზეგავლენისაგან, რაც მსგავსი კადრების გასაჯაროებას შეიძლება მოჰყვეს”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი – მობილიზება გვექნება, რომ გიორგი გახარიას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს ჩვენი კომიტეტისგან და ჩემგან
შემდეგი სტატიაარჩევნები 2020 ხაზარაძე: არანაირად არ ვეთანხმებით ელჩების წინააღმდეგ კამპანიას