,, მაინტერესებს, რას ფიქრობს სტალინზე სესიაშვილი, როცა ამბობს, რომ მე თოფაძესთან მაქვს პიროვნული დაპირისპირება”

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის, თქმით, მას აქვს კითხვების იმ ადამიანებთან, “ვინც აცხადებს, რომ ჩემი და თოფაძის დაპირისპირება არის პიროვნული”.

“მე ვიცი ჩემი მთვარობის პოზიცია. შესაბამისად მოთხოვნები, რომ ტელევიზიით გამოვიდეთ და სათითაოდ ერთმანეთის მხარდამჭერი განცხადებები ვაკეთოთ, მგონი, არასწორია და ამის მოთხოვნილება იმ შემთხვევაში გიჩნდება, თუ ვიღაცასთან ეჭვები გაქვს. მე ვთქვი ერთ-ერთ ეთერში, რომ ერთ-ერთ დეპუტატთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები მქონდა, როდესაც ითქვა, რომ არაფერ შუაში არ არის კურსი და ეს არის პიროვნული დაპირისპირება. მე ძალიან მარტივი კითხვები მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს არის პიროვნული დაპირისპირება. ჩემს მეგობარ ირაკლი სესიაშვილს, ჩემს პირად მეგობარს მივმართავ, პოლიტიკას თავი რომ დავანებოთ, როდესაც ის ამბობს, რომ ეს არის პიროვნული დაპირისპირება, სულ მაინტერესებს, რას ფიქრობს სტალინზე, როცა ამბობს, რომ მე გოგი თოფაძესთან მაქვს პიროვნული დაპირისპირება,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში,,როგორ შეიძლება, ამის უკან იდგეს ბიძინა ივანიშვილი”
შემდეგი სტატია,,სირცხვილია, პარლამენტის წევრი გერქვას და ამდენი არ გესმოდეს”-ხიდაშელი თოფაძეზე