მოქალაქე ნათია გაბრავა რესტორანში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, სადაც, მისი თქმით, სამართალდამცავები არასამუშაო საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ, იარაღის დემონსტრირებას ახდენდნენ.
გაბრავა აღშფოთებას გამოთქვამს რესტორანში მყოფი პირების ქცევის გამო და აღნიშნავს, რომ ადგილზე უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
„სულ მაინტერესებს, რას ემსახურება ძალოვნების მხრიდან გასართობად, რესტორანში დასალევად მისულების ეს დემონსტრაცია?! იარაღის უკანალში გარჭობა და იქ მყოფებისთვის დანახება, რომ ‘უფროსი აქ მე ვარ’… რა ჯანდაბაა?!
შეიძლება ეს ყველაფერი?! არასამსახურის დროს, საერთოდ შეიძლება მსგავსი რამე? უამრავი მთვრალი ადამიანი ირეოდა, უამრავი ბავშვი იყო, ასე დადიოდა მთელი საღამო მთელი სუფრა და ბოლოს საერთოდ დაუვარდა,“ — წერს ნათია გაბრავა.








