,,სულ ახლახან ფეისბუქიდან გავიგე “მოდულის” ახალი სახელი – “შემოიხედე გენაცვალე”

სულ ახლახან ფეისბუქიდან გავიგე “მოდულის” ახალი სახელი – “შემოიხედე გენაცვალე”, – ამის შესახებ ე.წ. მოდულის შენობასთან დაკითხვაზე შესვლამდე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ღია ინტერვიუშიც ამბობდნენ, რომ “რუსთავი 2”-ს ფიზიკურად დაიცავდნენ.
“ასეთ თემებზე ლაპარაკი სულ იყო, რომ გადახედოთ ჩვენს ღია ინტერვიუებს, ვამბობდით, რომ ფიზიკურად ვართ მზად, დავიცვათ “რუსთავი 2″. ამიტომ აქ პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო ვწუხვარ იმაზე, რომ მაშინ როცა ქვეყანაში არის სწორედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ფუნქციონირების მიმართულებით უამრავი საფრთხე და ბევრად დამძიმებულია სიტუაცია, ამ დეპარტამენტის ფეხზე დამყენებელი ოფიცერი ლევან ტაბიძე ციხეში ზის. მან და ამ სამსახურმა აღმოფხვრა თავის დროზე აგენტები, ხოლო კონტრდაზვერვაში ახლა მომღერალ ქალბატონებს კითხავენ. ეს არის პრობლემა და არა ის, რას ვიტყვი და რას – არა”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
მისი თქმით, საქმე, რომლის ძიების ფარგლებშიც ის იკითხება, ბოდვაზე აღიძრა და ამ თემაზე სერიოზული საუბარი შეუძლებელია.
რაც შეეხება სააკაშვილთან ნუგზარ წიკლაურისა და მისი საუბრის ფარულ ჩანაწერს, გივი თარგამაძე აცხადებს, რომ სპეცრაზმელების ნაწილში, შესაძლოა გივი სიხარულიძეზე იყოს ლაპარაკი და არა მასზე.
“მოდულის” შენობაში გივი თარგამაძე დაკითხვაზე უკვე შევიდა. ჯერჯერობით ე.წ. მოდულის შენობაში კვლავ იმყოფებიან “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0026 -ით გამყარდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამიამ 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ სუს-ის შენობა დატოვა