სუხიშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სამგორის რაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

კეთილმოწყობილი სივრცე დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დაათვალიერა.
,,კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა დედაქალაქს ილიკო სუხიშვილის სახელობის სკვერის სახით, რომელიც დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. ეს სკვერი პრაქტიკულად, განადგურებული იყო, არ იყო შემორჩენილი მწვანე ნარგავებიც. ახლა კი ეს კეთილმოწყობილი სივრცე ბულვარით დაუკავშირდება ახლომდებარე მეორე სკვერს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 7 180 კვადრატული მეტრია, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, კიბეები, ფანჩატური, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები, სასმელი წყლის სოკო და წყარო მოეწყო, ასევე, განთავსდა საპარკე ფურნიტურა. განხორციელდა გამწვანების სამუშაოებიც – დაირგო სხვადასხვა სახეობის 1306 ძირი მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი.

დასრულებულ სამუშაოებს ასევე გაეცნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.

banner
წინა სტატიაში1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ყველა ქალაქსა და საავტომობილო გზაზე ჭკვიანი კამერები განთავსდება