სუხიშვილების ტურნე მექსიკაში – საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია

16 ქალაქი, 20 კონცერტი – ეს “სუხიშვილების” ტურნეა მექსიკაში, რომელიც ახლა მიმდინარეობს. საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია. 

ტურნეს შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

“სუხიშვილების” კონცერტზე მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, დაესწროს დაუვიწყარ სანახაობას და გაეცნოს ქართულ ტრადიციულ ცეკვებს თანამედროვე ელემენტებით.

ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” არ არის მხოლოდ ქორეოგრაფიული დასი, არამედ წარმოადგენს ეროვნულ საგანძურად ქცეულ თაობებს შორის კავშირს, რომელიც ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ამასთან, მის მუდმივ განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ წელსსუხიშვილებისანსამბლი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და SOLO- მხარდაჭერით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენატრიუმფის 80 წელიიმართება. გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 10 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება. 

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. 

 

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: 2012 წლამდე, კონკრეტული პარტიები, ვისზეც არის საუბარი, წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, ძალიან ბევრი ბოროტება ჩაიდინეს და დღესაც, უკვე ოპოზიციის როლში, აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს
შემდეგი სტატიანინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა