“სუხიშვილები”: უარს ვამბობთ რუსეთში გასტროლებზე

“სუხიშვილები” საკუთარ ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ანსამბლი რუსეთში და მით უფრო, რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე უარს აცხადებს.

“დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: “სუხიშვილები” უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო, რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!” – წერენ სუხიშვილები სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშივაკეში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ფანჯარა ჩაამტვრიეს
შემდეგი სტატიასაქართველოში დიდ ბრიტანეთს ახალი ელჩი ჰყავს