საუკეთესო ბიზნესმენად “ვისოლი ჯგუფი”–ს დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე დასახელდა

sauketeso biznesmeni

sauketeso biznesmeni2014 წლის საუკეთესო ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე გახდა. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის მიერ ორგანიზებულ, “ოქროს პერგამენტის” ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, რომელსაც სამორინე “შანგრი ლამ” უმასპინძლა, 2014 წლის საუკეთესო ბიზნესმენად, “ვისოლი ჯგუფის” დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე აღიარეს.

აღსანიშნავია, რომ “ოქროს პერგამენტის” ფარგლებში სოსო ფხაკაძე საუკეთესო წლის ბიზნესმენად უკვე მეორედ დაასახელეს.

“ვისოლის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორ სოსო ფხაკაძეს, საკმაოდ შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს. ის “ვისოლის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ 2000 წელს დაინიშნა. სოსო ფხაკაძემ დააარსა და განავითარა დასავლური ტიპის ავტოგასამართი სადგურების ქსელი შ.პ.ს. კანარგო სტანდარტ ოილ პროდუქტის ბრენდის ქვეშ, რომელიც რებრენდინგის შემდგომ “ვისოლის” სახელით დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე.

სოსო ფხაკაძე იყო საქართველოს ფინანსური ბაზრების ასოციაციის პრეზიდენტი. 1993-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი დილერისა და სავალუტო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2009 წლიდან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია. ასოციაცია კერძო სექტორის ინტერესების დამცველი ერთ-ერთი უმსხვილესი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე: საქართველოს ეროვნული ბანკი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის.
შემდეგი სტატიათებერვალში ველოდოთ ან ლარის გაუფასურებას, ან ფასების ზრდას