სუიციდის მცდელობა რუსთავი 2-ის შენობასთან – მამაკაცი ზესტაფონის პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

“რუსთავი 2”- ის შენობასთან შუახნის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. მან ცივი იარაღით თავი დაიზიანა. პირი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ზესტაფონის პოლიციის მხრიდან ზეწოლის შედეგად მიიღო.

“ზესტაფონიდან ჩამოვედი თავის მოსაკლავად… პოლიციამ დამიშავა, სამართალი ვერ ვნახე 2 წელიწადია. მარტო პოლიციელებს ვებრძოლები”- აცხადებს მამაკაცი.

დაშავებული მამაკაცის შვილი ამბობს, რომ “მაინც მიიყვანეს მოქმედმა და ყოფილმა პოლიციელებმა ამ დონებმდე, მოკლეს კაცი”.

შუახნის კაცის ცოლი ამბობს, რომ მის მეუღლეს ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რაც თვითონვე დაარღვია.

“20 წელია ვიტანჯები, ნაცემიც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ მოწმედ არავინ მიდგება”- აღნიშნა მამაკაცის მეუღლემ.

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონი ანდრია სარია: ძალიან მალე მარხვა იწყება და იმედია რომ გულში ჩახედვის გარდა, ჩვენც ჩავიხედავთ ქრისტიანულ სამართალში
შემდეგი სტატიათბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ყაზბეგში დააკავეს