სუდანში ხელისუფლება სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში

სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დაპატიმრებულია – ამის შესახებ სუდანის თავდაცვის მინისტრმა ავად ბენ აუფმა 11 აპრილს ტელემიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ქვეყანას სამხედრები უხელმძღვანელებენ. სუდანში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს. 24 საათით დაიკეტა საჰაერო საზღვარი – “დოიჩე ველე” Al-Mayadeen-ი ავრცელებს. 75 წლის ქვეყნის მეთაურის გადადგომას ათობით ათასი მოქალაქე ითხოვდა. სუდანში საპროტესტო აქციები 2018 წლის დეკემბერში დაიწყო.
ომარ ალ-ბაშირი ქვეყანას 1989 წლიდან მართავდა. ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ მას პროვინცია დარფურში გენოციდის მოწყობაში დასდო ბრალი, სადაც 2003 წლიდან 300 ათასი ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშილიეტუვაში 1000 ევროს დაურიგებენ ყველას, ვინც ძველ მანქანაზე და შეშის გათმობაზე უარს იტყვის
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეაში თვლიან, რომ აბორტების აკრძალვა კონსტიტუციის დარღვევაა