სუბსარქისისთვის დამახასიათებელმა ქარმა გერმანიასაც შეუტია-ქარის სიჩქარე 140 კილომეტრს აღწევს

ძლიერი ქარის გამო გერმანიის რამდენიმე ქალაქში ფრენები შეწყდა. ჩაიშალა საფეხბურთო მატჩები.  ჩრდილოეთ რაიონში ვესტფალიში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც იქ მცხოვრები ქართველები “თაიმერს” უყვებიან, ამ ქალაქში ქარის სიჩქარე 140 კილომეტრს აღწევს. ხელისუფლება ხალხს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დუსელდორფში ფრენები შეწყდა.  მგზავრებს სასტუმროებში ათავსებენ.
– აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს. ვისთანაც კონტაქტი გვქონდა ყველას დავურკეთ და გავაფრთხილეთ, რომ ხვალ ქუჩაში არ გამოვიდნენ. ვისაც ვერ დავურეკეთ, ისინი გვინდა “თაიმერით” გავაფრთხილოთ, სანამ ამინდი არ გაუმჯობესდება, გარეთ არ გამოვიდნენ, – უთხრეს ქართველმა ემიგრანტებმა “თაიმერს”.

banner
წინა სტატიაშიბერა ივანიშვილმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც პატარა ბერუკას სახე ჩანს (foto)
შემდეგი სტატიაზვიად შალამბერიძე საქართველოს კონსულთან ერთად ოდესაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა