სუბელიანის სკანდალური ჩანაწერების გაგრძელება – კახა კახიშვილი კომენტარს არ აკეთებს

სუბელიანის სკანდალური ჩანაწერების გაგრძელება – გუშინ „რუსთავი 2“-მა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც კვლავ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. ჩანაწერში დიალოგი კვლავ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანსა და უმრავლესობის დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს შორის მიმდინარეობს.

სუბელიანი ახალ ჩანაწერშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს და ახსენებს სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს. სუბელიანის თქმით, მას აქვს კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები ფარული ჩანაწერის სახით, რომელიც 2013 წელს არის გაკეთებული და სწორედ ამ ჩანაწერის გავრცელებით დაემუქრა ის მინისტრს იმ შემთხვევაში თუ შესაბამის პირობებს არ დასთანხმდებოდა.

კახა კახიშვილი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. კახიშვილი ახალ ფარულ ჩაანწერზე საუბრისგან თავს იკავებს.

banner
წინა სტატიაში“მირზა სუბელიანთან დავით ცუხიშვილის შესვლის ნებართვა საპატიმრო დაწესებულების დირექტორმა გასცა” – ირაკლი სესიაშვილი
შემდეგი სტატია„ტრადიციონალისტთა კავშირი“ არჩევნებში მხარს კახა კუკავას დაუჭერს