სუბარის განცხადებით, მარნეულში „ოცნების“ კანდიდატი 70%-იანი უპირატესობით იგებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 60-70%-ით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა.
სუბარის თქმით, გამარჯვება ისედაც გარანტირებული იყო.

„უბნების უმრავლესობა დათვლილია და პირველადი მონაცემები ცნობილია. დაახლოებით ორჯერ მეტი, 60-70%-ით ვიგებთ. ასეთია შედეგი. შესაბამისად, გამარჯვება გარანტირებულია. ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ხელში გიჭირავს ფურცლები, შემაჯამებელი ოქმების ასლები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიპირველადი მონაცემებით, კასპში არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს
შემდეგი სტატიამარნეულში მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმებსა უბანზე მისულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას შორის ბალანსი არ არის