სუბარი – ჟიგიმანტას პავილიონისს ძალიან უყვარს სხვა ქვეყნებზე კომენტარები და საშინაო საქმეებში ჩარევა, ამ დროს, ეს არის ადამიანი, რომელიც თანამდებობიდან გააგდეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, ლიეტუვის პარლამენტის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისს ძალიან უყვარს სხვა ქვეყნებზე კომენტარების გაკეთება და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა.

სუბარის თქმით, ჟიგიმანტას პავილიონისი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში თანამდებობიდან „გააგდეს“.

„ჟიგიმანტას ძალიან უყვარს სხვა ქვეყნებზე კომენტარების გაკეთება და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობა. ეს მარტო საქართველოს არ ეხება, პოლონეთზეც გვახსოვს მისი განცხადებები და უკრაინაზეც. ამ დროს, ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში თანამდებობუდან გააგდეს, რადგან არ იმსახურებდა თანამდებობას, რაც მას ეკავა. სხვათა შორის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი განცხადებების გამო ბოდიშებიც მოიხადა. ასევე, პავილიონისმა განცხადება გააკეთა, რომ საქართველო ევროკავშირში ვერ შევა, თუ რაღაც მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. მართლა არ ღირს არც ევროკავშირში და არც რომელიმე სხვა კავშირში შესვლა, სადაც გასაღები ჟიგიმანტას პავილიონისს ექნება. ასე რომ, დაწყნარდეს, თავის თავს მიხედოს, თავის ქვეყანაზე იფიქროს ცოტა მეტი და საქართველო გააგნებს თავის გზას ევროკავშირისკენაც, ნატო-სკენაც და ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენაც. სასამართლოს საქმეში ჩარევის უფლება არ აქვს არავის ქვეყანაზე, განსაკუთრებით, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეზეა საუბარი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიმორიგი განცხადება ვიხილეთ, რომელიც არცერთ ფაქტს არ ეფუძნება – კობახიძე უკრაინის დაზვერვაზე
შემდეგი სტატიახუციშვილი – უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე სახელმწიფოს ექნება კომუნიკაცია და მოვითხოვთ ინფორმაციას, რის საფუძველზე კეთდება მსგავსი განცხადებები