სუბარი – „ვიშიმშილებთ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება“, ვერანაირ თანხმობამდე ვერ მიგვიყვანს

„მგონი სააკაშვილის გარდა ყველამ თქვა, რომ თვითონ ტერმინი „ეროვნული შერიგება“ არ არის კორექტული და სწორი. თუ საუბარია ეროვნულ თანხმობასა და ქვეყნის საკეთილდღეოდ პოლიტიკური ძალების ურთიერთთანამშრომლობაზე, ეს ნამდვილად კარგი პროცესია და იმედი მაქვს, რომ გარკვეული კონტურები ამ მიმართულებით გამოიხატება. ამ მხრივ, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის ძალიან კარგი, თუმცა, ხელს რაც ამ პროცესს შეუშლის, ეს არის ერთგვარი ულტიმატუმების წამოყენება. ულტიმატუმი, რომ ჩვენ ვიშიმშილებთ მანამ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება და ა.შ . ეს ვერანაირი თანხმობისკენ ვერ მიგვიყვანს.

შიმშილობა პოლიტიკური პროცესებისას არ არის მაინცდამაინც საუკეთესო გზა, მაგრამ აპრობირებული მეთოდია, თუმცა როცა საუბარია, იმაზე, რომ ვიღაც ვისაც მისჯილი აქვს, უნდა გათავისუფლდეს, სრული აბსურდია ამგვარი რამისთვის შიმშილობა. ეს არ მომხდარა არასდროს, არსად მსოფლიოში და არ მოხდება. არსად არაა რომ სამართლებრივი პროცესი შიმშილობის ან რაიმე პროტესტის გზით წყდებოდეს. შესაბამისად, ეს ვერ მიგვიყვანს ვერანაირ ლოგიკურ შედეგამდე და დასასრულამდე, ამიტომ ამ პროცეს არ აქვს არანაირი მომავალი. მოვუწოდებ, ყველა ადამიანს, ვინც ამ შიმშილობის აქციაში აპირებს მონაწილეობას ან უკვე მონაწილეობს, რომ შეწყვიტოს ეს პროცესი. გუშინ სოსო რობაქიძის განცხადება მოვისმინე, ყოფილი რეჟიმის მსხვერპლნი თუ მსხვერპლთა ოჯახები ასევე გეგმავენ, რომ დაიწყონ შიმშილობა სამართლიანობის აღდგენისა და იმ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. მათაც მოვუწოდებ, რომ ეს პროცესი არ დაიწყონ, იმიტომ, რომ ეს დაპირისპირებისა და ვითარების ესკალაციის გარდა არსად მიგვიყვანს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ახლადმოწვეული საკრებულოს სხდომა ჩაიშალა
შემდეგი სტატიაქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ამტვერებადი მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება