სუბარი: ვაგრძელებთ ახალ რეალობაში ცხოვრებას

დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძე არჩეული იქნება თავმჯდომარედ. ვაგრძელებთ ახალ რეალობაში ცხოვრებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უკვე რამდენიმე არჩევნები ჩატარდა, რომელიც კარგად ორგანიზებული იყო.

„რამდენიმე პოლიტსაბჭოზე იყო მსჯელობა ახალ თავმჯდომარეზე და ირაკლი კობახიძეზე იყო ყოველთვის საუბარი, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც ბოლო რამდენიმე არჩევნებს ხელმძღვანელობდა. პრაქტიკულად, მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ყველა არჩევნები და შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ყველა არჩევნები იყო ევროპული, კარგად ორგანიზებული და არ დატოვა სათქმელი, გარდა იმ დაინტერესებული პირებისა, რომლებიც ცდილობენ, რაღაც მოიგონონ და ვერ იგონებენ“, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიცქიტიშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
შემდეგი სტატიაცქიტიშვილი – უნდა განვავითაროთ ის ძირითადი მიმართულებები, რაც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას განსაზღვრავს