სუბარი: “უფრო მეტი უნდა ვუთხრა ხალხს და მმართველი გუნდის ფარგლებში ეს არ გამოდიოდა”

“უფრო მეტი უნდა ვუთხრა ხალხს და მმართველი გუნდის ფარგლებში ეს არ გამოდიოდა” – შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა „TV პირველთან“ პარტია “ქართული ოცნებისა” და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ კომენტარი გააკეთა.

სუბარმა თქვა, რომ “ოცნების” პირობებში საკუთარი სათქმელის ხალხისთვის თქმა არ გამოსდიოდა და გადაწყვეტილება წასვლის შესახებ ამის გამო მიიღო.

„საქართველოს მთავრობა და საქართველოს ხალხი არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე. გვაქვს გარკვეული შეზღუდვები, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უფრო მეტი უნდა ვუთხრა ხალხს და მმართველი გუნდის ფარგლებში ეს არ გამოდიოდა“, – თქვა სუბარმა.

ამასთან “ოცნებიდან” წასულმა მეოცნებე დეპუტატმა უარყო, რომ შესაძლოა სხვა თანაგუნდელებიც შეუერთდნენ და კითხვაზე იგეგმება თუ არა „ქართული ოცნების“ ძველი გუნდის წევრების პარტიიდან გასვლა, თქვა, რომ „მსგავსი არაფერი იგეგმება“.

შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია ქართულ ოცნებიდან და პარტიიდან წავიდენენ და ასევე საპარლამენტო თანამდებობებიც დატოვეს.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში იმუშავებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ხელშესაწყობად
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას,ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე