სუბარი: სენატის მოსმენები ბოლო ლურსმანი იყო ოპოზიციური ბოიკოტის კუბოზე

„სენატის მოსმენები იყო ბოლო ლურსმანი ოპოზიციური ბოიკოტის კუბოზე, ბოლო ლურმანი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „იმედთან” ინტერვიუში. განაცხადა.

სუბარის თქმით, ოპოზიციას ჩრდილოეთ კორეის და კრემლის გარდა, ყველა პარლამენტშუ შესვლისკენ მოუწოდებს.

„სენატის მოსმენები იყო ბოლო ლურსმანი ოპოზიციური ბოიკოტის კუბოზე, ბოლო ლურმანი, რომელმაც დაასამარა საბოლოოდ ბოიკოტის თემის რაღაც ტიპის ლეგიტიმურობაც კი. ეს ლეგიტიმურობა ისედაც არ არსებობდა, ისედაც ყველა მოუწოდებდა მათ, რომ შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ ეს უკვე საბოლოო წერტილი იყო.
ერთადერთი, ორი ქვეყანაა, ვისაც არ მოუწოდებია ჯერჯერობით, კრემლს და ჩრდილოეთ კორეას, დანარჩენი, ყველა ეუბნება – არ არის ნორმალური ეს, შედით პარლამენტში“, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიშაბათის ფორმულა: ქალი პოლიციას ჰეროინის ჩადებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიამეზვრიშვილი მელიაზე: შეიძლებოდა საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება