სუბარი: სასჯელს ყველა ბოლო დღემდე მოიხდის

„არ მგონია, პეტიციაზე მათი ხელმოწერები საკმარისია იმისთვის, რომ გავაცოცხლოთ უდანაშაულოდ დახოცილი ბიჭები. მივიდეს ყველა, ეპისკოპოსი იქნება თუ მღვდელი და ჩახედონ თვალებში აფრასიძეების დედას, ქალბატონ დოდოს და ჰკითხონ ერთი, რა გაუკეთა მათ სააკაშვილმა და იმსახურებს თუ არა შეწყალებას ქალბატონი დოდოს მხრიდან. მოვიდნენ ვაზაგაშვილის მეუღლესთან, ზურა ვაზაგაშვილის დედასთან და ჩახედონ თვალებში და ჰკითხონ, იმსახურებს თუ არა შეწყალებას მათი შვილების მკვლელი და განცხადებებს ხელი შემდეგ მოაწერონ.

ცოდვების მონანიებისთვის რაც არის წმინდა ეკლესიური თემა, არსებობს აღსარება და სინანული. ჩვენ იქ ბუნებრივია, ვერ ჩავერევით, რა ურთიერთობაა მათსა და სააკაშვილს შორის. თუ იტყვის აღსარებას და მოინანიებს თავის ცოდვებს, შეიძლება შეუნდო. ეს არ არის ამ შემთხვევაში საერო პირების საქმე. დანაშაულთან დაკავშირებით არსებობს კანონი, სასამართლო და ყველამ უნდა აგოს პასუხი და აგებს კიდეც, სასჯელს ყველა ბოლო დღემდე მოიხდის.

ამასთან, როგორც სოზარ სუბარი ამბობს, ოპოზიციის ნაწილი ნაცვლად ბოიკოტისა, უნდა შევიდეს პარლამენტში და ქვეყნისთვის საინტერესო საკითხებზე იმსჯელონ.

„რაც შეეხება შერიგებას, შერიგებისთვის ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს ოპოზიციამ და არა იყოს მუდმივად დესტრუქციაზე. აგერ არის პარლამენტი და ბოიკოტს კი ნუ უცხადებენ პარლამენტს, შემოვიდნენ. ვიმსჯელოთ ბიუჯეტზე და ქვეყნისთვის საინტერესო სხვა საკითხებზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: სუს-ის დაფინანსება 2 მლნ ლარით იზრდება, ეს იმას ნიშნავს, უფრო მეტად მოგვისმენენ
შემდეგი სტატიაღუდუშაური ენმ-ზე: ეს არის დაშლის პირას მყოფი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია