სუბარი სააკაშვილზე: ჯერ სასჯელი უნდა მოიხადოს და შერიგებაზე შემდეგ ილაპარაკოს

“ქართული ოცნების” დეპუტატის, სოზარ სუბარის თქმით, მესამე პრეზიდენტმა “ჯერ სასჯელი უნდა მოიხადოს და შერიგებაზე შემდეგ ილაპარაკოს”.

“კი ბატონო, შეთავაზება მიღებულია, მე მივაწოდებ დოდო აფრასიძის ტელეფონის ნომერს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ გასცა ბრძანება ოჯახის განადგურების, დაჭერის კი არა განადგურების, შეხვდეს, დაელაპარაკოს, მოუხადოს ბოდიში და მიიღოს პატიება.

მივაწოდებ ყველა იმ ადამიანის საკონტაქტო ნომერს, რომლებიც მისი ბრძანებით იყვნენ მოკლული ქუჩაში, თუ ციხეში ნაწამები, გაუპატიურებული, მოუხადოს ყველას ბოდიში, მიიღოს მათგან პატიება. მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე”, – თქვა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია სააკაშვილზე: შემირიგდი, შენი დედაც ვატირე, ეს სერიოზული არ არის
შემდეგი სტატიასასამართლოს სხდომაზე ჟურნალისტს მოძალადე განასჯელის სკამიდანაც დაემუქრა