სუბარი – სააკაშვილის დანაშაულის სჯერა მე-12 დაწესებულების დირექტორს, რომელსაც გამზადებული აქვს მისთვის კომფორტული საკანი

gulis eleqsiri

ოპოზიციას თვითმმართველობის მოგების ან რაიმე წარმატების მიღწევის იმედი რომ ჰქონდეს, ქუჩაში გავიდოდნენ და ხალხს შეხვდებოდნენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია ხალხთან არ დადის, აქედან ჩანს, რომ არჩევნების შედეგებზე ხელი წინასწარ აქვთ ჩაქნეული, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, შექმანს იმიტაცია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდება.

„ცდილობენ, იმიტაცია შექმნან, თითქოს არჩევნები გაყალბდება და 3 ოქტომბერს აქციებს მოაწყობენ. მაგასაც ვერ მოაწყობენ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას საქართველოში რამდენჯერაც ჰკითხავენ, რომელ რიცხვში ჩამოვა, იმდენჯერ პასუხს ვერ მიიღებთ, რადგან ვერ ჩამოვა და ამის პირობას გაძლევთ. მან თქვა, რომ ევროპაში მისი დანაშაულების ვიღაცებს არ სჯერათ. არ ვიცი, ამის ვის არ სჯერა, მაგრამ ვის სჯერა, ვიცი – სჯერა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-12 დაწესებულების დირექტორს, რომელსაც მისთვის გამზადებული აქვს კომფორტული საკანი, სადაც არ იქნება წამება, არის ნორმალური კვება. ექიმის დახმარება თუ დასჭირდება, არის ნორმალური ჯანდაცვაც“, – განაცხადა სუბარმა

წინა სტატიაშიმმართველი პარტია საუბნო კომისიებს პარტაქტივით აკომპლექტებს – “სამოქალაქო საარჩევნო კომისია”
შემდეგი სტატიაიოსელიანი – განსხვავებული მოსაზრება მაქვს, რაც მეგობარი საელჩოებისთვისაც იყო ცნობილი