სუბარი – როცა უარს ამბობენ და პარლამენტში არ შედიან, ამას სახელი არ აქვს, ამას ჰქვია ქვეყნის ინტერესებისა და საკუთარი ამომრჩევლის ღალატი

region
ავტ.: region დეკემბერი 15, 2020 16:48

სუბარი – როცა უარს ამბობენ და პარლამენტში არ შედიან, ამას სახელი არ აქვს, ამას ჰქვია ქვეყნის ინტერესებისა და საკუთარი ამომრჩევლის ღალატი

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან მანდატებზე უარის თქმა უცნაურია და მსგავსი არაფერი გაუგია.

როგორც ჟურნალისტებს სუბარმა განუცხადა, ვერც ერთ ცივილიზებულ ქვეყანას ვერ იხსენებს, სადაც შეიძლება მსგავსი რამ მომხდარიყო.

„პარლამენტის მესამედი ოპოზიციას აქვს და როცა ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატზე უარს ამბობენ და პარლამენტში არ შედიან, ამას სახელი არ აქვს, ამას ჰქვია ქვეყნის ინტერესებისა და საკუთარი ამომრჩევლის ღალატი. ბუნებრივია, ეს მათი გადასაწყვეტია. პარლამენტში შემოსვლას ვერავის დავაძალებთ. კარგი იქნება, თუ ისინი ამომრჩევლის მოთხოვნას უპასუხებენ, პარლამენტში შევლენ და საკანონმდებლო მუშაობას გააგრძელებენ“, – განაცხადა სუბარმა.

დეპუტატის თქმით, ვინაიდან, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, ე.ი. თითოეულ მხარეს იმედი აქვს, რომ რაღაც შედეგს მიაღწევს.

„დიდი იმედი მაქვს, შედეგს მივაღწევთ. მადლობას ვუხდი ელჩებსა და მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც ყოველ დღე გვიმეორებენ, რომ როცა ადამიანი ხმას გაძლევს, უნდა გამოიყენო და პარლამენტში შეხვიდე. ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიტიკის წარმოება ხდება პარლამენტში და არა – ქუჩაში”, – განაცხადა სუბარმა.

region
ავტ.: region დეკემბერი 15, 2020 16:48