სუბარი – „მაკდონალდსის“ გვერდით შიმშილობა მოუწევთ, თუ მაინც მოინდომებენ მსუბუქ შიმშილობას, „მაკდონალდსის“ ჰამბურგერებს მიირთმევენ

ადამიანი დამნაშავეა თუ არა და სასჯელი უნდა მოიხადოს თუ არა, ეს შიმშილობით არ წყდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, შიმშილობის უფლება ყველას აქვს.

„ახლა რომ ვთქვა, იშიმშილონ, ეს ჩემი მხრიდან ცოტა ცინიკური იქნება, მაგრამ ბუნებრივია, მათ ნებაშიც ვერ ჩავერევი. თავადაც მიხვდებიან, რომ ძალიან უაზრო აქციაა. კარგი იქნება, რომ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდნენ და მიხეილ სააკაშვილი მიხვდეს, როგორი შეცდომაც იყო ქვეყანაში შემოპარვა და იმის იმედად ყოფნა, რომ ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდოდა, ყველა ხელში ატაცებული აიყვანდა თანამდებობაზე და ოლიმპზე. ისევ ის შეცდომაა ახლა, როცა თავის თანაგუნდელებს აშანტაჟებს, რომ მათ შიმშილობით ან რაიმე აქციებით აიძულონ ხელისუფლება ან ვინმე, სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს. სააკაშვილი სასჯელს მოიხდის. ეს არის სამართლებრივი პროცესი და მას არაფერი პოლიტიკასთან არ აქვს. „მაკდონალდსის“ გვერდით შიმშილობა მოუწევთ, თუ მაინც მოინდომებენ, მსუბუქი შიმშილობა ჰქონდეთ, ხბოს პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, „მაკდონალდსის“ ჰამბურგერებს მიირთმევენ.

წინა სტატიაშიიოსელიანი – დიდი ხანია, ევროპაში შიმშილობას აღარ იყენებენ, პროტესტის ბევრი სხვა ფორმა არსებობს
შემდეგი სტატიაშსს-მ ბოლო 5 წლის განმავლობაში 2021 წელს ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავა