სუბარი – გუშინ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი სინანულის გრძნობა, არის მკვეხარა, ბაქია და ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც შიმშილობის კვალი ეტყობა

„გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი სინანულის გრძნობა, ადამიანი, რომელიც არ იძლევა სწორ ჩვენებებს, სხვათა შორის, ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც შიმშილობის კვალი ეტყობა, სამაგიეროდ, ვნახეთ ადამიანი, რომელიც არის მკვეხარა, ბაქია და აცხადებს, რომ გირგვლიანის მკვლელობა არის „ფეიქი“ და მოგონილი ამბავი, რომ წამება მის პერიოდში არ ხდებოდა და ცდილობს, რომ თავის დანაშაული გადააბრალონ თანაგუნდელებს, ან ნებისმიერ სხვას. ის ვერ გაექცევა ამ ბრალს, რომელიც წარდგენილი აქვს, რადგან როცა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყვანილი იყო ჯარი, სასჯელაღსრულების სპეცრაზმი და ისეთი არაერთი ძალა, რომელზეც უფლებამოსილება არ აქვს შს მინისტრს და ვერავინ შეძლებდა ამას პრეზიდენტის გარდა, ეს გადაბრალებები ვერ უშველის, სხვათა შორის, მას პირადად ჩემთან, ჩემს კაბინეტში, სახალხო დამცველის კაბინეტში აქვს ამაზე ნათქვამი, როცა ვკითხე, რატომ გამოიყვანეს სასჯელაღსრულების სპეცრაზმი. მან თქვა, რომ გამოიყვანეს იმიტომ, რომ მათ არ ეყოთ, არ ჰქონდათ საკმარისი ძალა მიტინგის წინააღმდეგ, პირველ პირში თქვა. არადა, შეგახსენებთ, 30 მოშიმშილე ადამიანი იწვა პარლამენტის წინ, როცა მათ თავს დაესხნენ მეეზოვეების ფორმაში გადაცმული პოლიციელები. სხვათა შორის, სასჯელაღსრულების სპეცრაზმი იყო ის ძალა, რომელმაც მე, მაშინდელი სახალხო დამცველი სასტიკად მცემა,“ – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიიცლება ქვეყანა რუსეთის, ბიძინას და “ოცნების” გეგმის მიხედვით – ხაზარაძე
შემდეგი სტატიაედგარს რინკევიჩსი – ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან უმნიშვნელოვანესია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის