სუბარი გახარიაზე – რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე

“​ქართული ოცნების” დეპუტატი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დატოვა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობდა. სუბარის თქმით, თემასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ ყოფილა.

“გამიჯნვა – არგამიჯნვა არ ვიცი, რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა. რამე მსჯელობა რომ ყოფილიყო გუნდში, ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ისეთი არ ყოფილა და არც მგონია, რომ რამე ყოფილიყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის წარდგენა სასამართლოში თუ დაკავება. აქ ორი აზრი არ არსებობს და არანაირი პოლიტიკური მდგენელი აქ არ უნდა არსებობდეს”,-თქვა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიგაბაშვილი – ერთადერთი გამოსავალი არის მოლაპარაკება რიგგარეშე არჩევნებზე
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა: ჩვენ შევდივართ ძალიან სახიფათო ფაზაში