სუბარი – ჩვენ ქვეყანას ვმართავთ კონსტიტუციით, კანონმდებლობით და არა სააკაშვილის ლობისტების მოთხოვნებით

ჩვენ ქვეყანას ვმართავთ კონსტიტუციით, კანონმდებლობით და არა სააკაშვილის ლობისტების მოთხოვნებით, აქ ესმება ამას წერტილი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა. მან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით მომზადებულ წერილზე, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს სამართლიან სასამართლო პროცესამდე.

„ჩვენ ქვეყანას ვმართავთ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით და არა სააკაშვილის ლობისტების ინტერესებითა და მოთხოვნებით. წერტილი ამას აქ ესმება. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გულშემატკივარი ნებისმიერი ადამიანის პოზიცია, მაგრამ როდესაც მათი პოზიცია სცდება საქართველოს გულშემატკივრობას და გადის კონკრეტული პირების პოზიციაზე, მათი პოზიციები აღარ არის საინტერესო. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს გულშემატკივრები იქნებოდნენ, ვერავის აზრს ვერ დავაყენებთ საქართველოს კონსტიტუციაზე, კანონზე და სამართალზე მაღლა.

სამართალი უნდა აღსრულდეს და აღსრულდება კიდეც. მთავარი დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, სააკაშვილი და არაერთი სხვა. მერაბიშვილმა უკვე მოიხადა და მეგის ქარდავაც ახლახან ჩამოვიყვანეთ, არიან ციხეში. კიდევ რამდენიმეა აუცილებლად ჩამოსაყვანი, მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი. ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშისუბარი – მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი იდგება ქუჩაში, ყველა დამნაშავე სასჯელს მოიხდის ბოლო დღემდე
შემდეგი სტატიაგოგა გულორდავა: წალენჯიხა ემზადება რათა უარი უთხრას წარსულსა და რადიკალიზმს მეორე ტური კი ამის ნათელი მაგალითი იქნება