სუბარი – 20 რიგგარეშე არჩევნები რომ იყოს, მაინც წააგებენ

ოპოზიციის დღის წესრიგი არის, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი არ აქვს და თემების შექმნას ხელოვნურად ცდილობენ. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია, რადგან ქვეყანაში არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, 2025 წელს კი თვითმმართველობის არჩევნები.

„კარგი იქნება, მანამდე მოემზადონ და მოსახლეობას აჩვენონ, რა შეუძლიათ, მათი იდეა რა არის, რისი გამკეთებლები არიან. მგონი, დიდი პაუზა ყველაზე კარგი ოპოზიციისთვის არის, რადგან ყოველ წელს არჩევნებია, რაიმე სათქმელზე ვერასოდეს ჩამოყალიბდნენ და მუდმივად ცდილობდნენ, არეულობის რეჟიმისთვის მიეღწიათ. ახლა დრო ექნებათ, რომ თავისი სათქმელის კრისტალიზაცია მოახდინონ, თუ რაიმე სათქმელი აქვთ. ყველა არჩევნებს აგებენ და სხვა შანსი აღარ აქვთ. სინამდვილეში იციან, რომ რიგგარეშე არჩევნებსაც წააგებენ, მაგრამ წარმოვიდგინოთ – რიგგარეშე არჩევნები შიშვლელ ადგილზე რომ დაინიშნოს, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის, ამის არანაირი საჭიროება არ არის, მაგრამ კარგით, ვთქვათ, რამდენიმე ლიდერის მოთხოვნას დავთანხმდით და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. „ქართული ოცნებისთვის“ ამან შეიძლება ერთადერთი უარყოფითი ის გამოიწვიოს, რომ ჩვენი ამომრჩეველი შეიძლება გაბრაზდეს და თქვას, რომ ვის ჭკუაზე დადიხართ, ცოტა მეტი ქვეყანაზე იფიქრეთ და ამის გამო შეიძლება ხმები დავკარგოთ. ოპოზიციას ეს გათვლა თუ აქვს, თორე, 20 რიგგარეშე არჩევნები რომ იყოს, მაინც წააგებენ და მათთვის რა მნიშვნელობა აქვს რიგგარეშე არჩევნებს? ხალხი მართლა ბრძენია და კარგად ხედავენ, რომ ქვეყნისთვის ერთი საჭირო ინიციატივა არ დაუყენებიათ. არადა, სალაპარაკო ბევრია და ამიტომ არის, რომ არჩევნებს უშეღავათოდ აგებენ“, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას „ქართული ოცნების“ მხრიდან გადაბირების მცდელობას უკავშირებენ
შემდეგი სტატიაგლდანის ციხეში 32 წლის პატიმრის ცხედარი იპოვეს