სუამი-ს დელეგაცია : არჩევნები ჩატარდა კონკურენციის პირობებში

სუამი-ს სახელმიწფოთაშორისი სადამკვირვებლო მისიის წევრებმა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით შეფასებები შეფასება გააკეთეს. დელეგაციის წევრები პოზიტიურად აფასებენ არჩევნებს და მიიჩნევენ, რომ პროცესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდა.

”სუამ-ის დამკვირვებელთა ჯგუფს რაიმე არსებითი შენიშვნა არ გააჩნია. საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილი იყო პირობები თავისუფალი არჩევნებისთვის, ასევე შეინიშნებოდა ამომრჩევლის აქტივობა. არჩევნები ჩატარდა კონკურენციის პირობებში და შეიძლება შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – განაცხადეს დელეგაციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. დელეგაცია, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება არჩევნებს თბილისში, მცხეთასა და წეროვანში აკვირდებოდა.

banner
წინა სტატიაშიწინასწარი შედეგებით ახალციხეში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დაინიშნება
შემდეგი სტატიაპატრიარქი არჩევნებზე – ვისაც ჰგონია, რომ წაგებულია, ისიც გამარჯვებულია