სტურუა: დასავლეთი არის მტერი, როდესაც გვეპყრობა როგორც რაღაც პროვინციას

“მე მთლად პესიმისტი ვარ (მთავრობისა და ოპოზიციის მოლაპარაკების) საკითხში და დასავლეთი ჩემთვის უბრალოდ არის მტერი, ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ის გვეპყრობა როგორც რაღაც პროვინციას – “ა, სად არის საქართველო?” – ხშირად მსმენია ასეთი რამე. “კავკასია, კავკასია, სად არის კავკასია?” – ასე უთქვამთ, როდესაც იქ ჩავდიოდით”, – ასე უპასუხა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ, “რუსთავი” 2-ის წამყვანის კითხვას, თუ რატომ ვერ ხერხდება მთავრობასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევა.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების კომისია: აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია ნასიბ ჰასანოვის მხრიდან ქართული კანონმდებლობის უგულებელყოფა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ხაშურში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი