რამდენიმე უნივერსიტეტში სტუდენტურმა მოძრაობებმა პროტესტის ნიშნად თავიანთი უნივერსიტეტების ფოიეები და აუდიტორიები დაიკავეს. ისინი მოითხოვენ რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს.
მათ შორის, არიან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სამხატვრო აკადემიის, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები.
პროტესტს ასევე შეუერთდნენ ფრიუნისა და აგრუნის უნივერსიტეტების სტუდენტები.