სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ლადო პაპავას კაბინეტში შეჭრას ცდილობენ

სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას უჭერენ მხარს, უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას კაბინეტში შეჭრას ცდილობენ.

ამ პროცესში სტუდენტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, ჭყლეტაში ცუდად გახდა უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი, რომელიც ცდილობდა სტუდენტების გაშველებას.

სტუდენტები ამჟამად პაპავას კაბინეტთან იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ,,მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო”- გრიგოლიას საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა