საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც უცხოელი სტუდენტებისთვის ქვეყანაში ყოფნისა და სწავლის წესები ფუნდამენტურად იცვლება.
ახალი რეგულაციებით, სტუდენტის სტატუსის 90 დღეზე მეტი ვადით შეჩერება ან ქვეყნის 183 დღეზე მეტ ხანს დატოვება ბინადრობის უფლების გაუქმების საფუძველი გახდება. გარდა ამისა, სავალდებულო ხდება ქართული ენის სერტიფიკატის წარდგენა და წლიური კრედიტების მინიმუმ მესამედის დაგროვება.
















